ილია დარჩიაშვილი - როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს

ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის, საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებაზე გაკეთდა.

"ამ შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რეგიონული პროექტი განვახორციელოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, დღეს არსებულ გარემოში, იყოს კიდევ უფრო ეფექტური იმისათვის, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები