იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.