"ბლეკაუტი" ხარკოვში, ზაპოროჟიეს დაბომბვა და დარტყმები ინფრასტრუქტურაზე - რუსების მორიგი მასიური თავდასხმის შედეგები უკრაინაში

22 მარტს რუსეთის ჯარებმა მასიური ერთობლივი შეტევა დაიწყეს უკრაინაზე. ეს თავდასხმა გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა ენერგეტიკულ სექტორზე - რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, უკვე ცნობილია დაშავებულების შესახებ.

ოკუპანტებმა ხარკოვის ენერგეტიკულ ობიექტებზე 15-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. ქალაქი თითქმის მთლიანად სინათლის გარეშეა.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო პრობლემებია წყლით მომარაგებაში, ასევე არ მუშაობს ტრანსპორტის ნაწილი, მეტრო კი ამ დროისთვის მხოლოდ თავშესაფრად გამოიყენება. ქალაქში არ მუშაობას საგანგებო სიტუაციების სამსახურის სატელეფონო ნომრები.

ელექტროენერგია არ მიეწოდება დნეპრის ნაწილსაც. გარდა ამისა, ოკუპანტებმა განახორციელეს კომბინირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგზე.

ანალოგიური ვითარებაა დნეპროპეტროვსკის ოლქში, კამენსკში. მტრის თავდასხმის გამო, ქალაქის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა, რის გამოც პრობლემებია წყალმომარაგების და გათბობის კუთხით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს, 22 მარტს, ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურად მუშაობენ.

რუსების მასიური თავდასხმის ქვეშ მოექცა ზაპოროჟიეც - მტერმა ქალაქზე 12 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ზაპოროჟიეს სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, დანგრეულია 7 და დაზიანებულია 35 სახლი.

"არიან დაჭრილები, დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამჟამად გათიშვის პირასაა.

"დღეს, 2024 წლის 22 მარტს, უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმის დროს დილის 5:10 საათზე, გარე საჰაერო ხაზი VL-750 კვ "დნეპროვსკაია", რომელიც აკავშირებს დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ერთიან ენერგეტიკულ სისტემასთან, გამორთულია“, - აცხადებენ "ენერგოატომში".

სუმის რეგიონში, უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად, დროებით საგანგებო გამორთვის გრაფიკები შემოიღეს. როგორც სუმის სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნეს, საუბარია ოლქის სამ რაიონზე.

ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ხმელნიცკის ოლქს - დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები, უკვე ცნობილია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ.

"საშინელი დილა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები. არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები", - განაცხადა ხმელნიცკის მერმა ალექსანდრე სიმჩიშინმა.

ვინიციის ოლქში ოკუპანტებმა დრონები და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. თავდასხმა მოხდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ლვოვის ოლქში რუსული თავდასხმის დროს მტრის დრონი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაეჯახა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარია ასევე ტყის მასივში.

ოკუპანტებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს ივანო-ფრანკოვსკის ოლქსაც, დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მსხვერპლი არ არის. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, არის ზარალი, თუმცა ოლქს ელექტროენერგია მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები