კახა კალაძე - ყაზბეგისკენ მიმავალ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ ძველი გზით იაროთ

დარიალის ხეობაში არსებული საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაადგილების სხვა ალტერნატივაა საჭირო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ახალი გზა მოემსახურება როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს.

"თქვენ აღნიშნულ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაქვთ მონაცემები, ყაზბეგისკენ რამდენი ადამიანი გადაადგილდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ან თუნდაც ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები? არსებული გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ არ იაროთ ამ გზით, იარეთ ძველი გზით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ვისაც ქვეყნის განვითარება და წინსვლა უხარია, ის გადაადგილებისთვის მოწესრიგებულ საავტომობილო გზებს გამოიყენებს.

"ქვეყანაში მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება: კახეთის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით, მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობაც. როგორ არ უნდა გიხაროდეს ადამიანს ავტობანი, რომელიც რიკოთზე კეთდება და ბათუმში ძალიან სწრაფად ჩაგვიყვანს? ასევე, გზა კახეთის მიმართულებით, რომელიც ძალიან კარგია. თქვენ თუ გიხარიათ არსებული გზით სიარული, მაგალითად როდესაც გუდაურში ან ყაზბეგში მიდიხართ, გააგრძელეთ და იმ გზაზე იარეთ. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და უხარია მისი განვითარება, წინსვლა, ის ივლის ახალი, მოწესრიგებული ავტობანებით“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები