პაატა მანჯგალაძე - ორმაგი უსამართლობაა, რომ ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ.

"ის, რომ ჩვენ ემიგრანტებს არ ეძლევათ რეალურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ორმაგი უსამართლობაა. პირველი უსამართლობა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეს იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი პირობები არ არის, საკუთარი სამშობლოს, ოჯახის დატოვება უწევს, რათა შემდეგ ლუკმაპურის ფული გამოაგზავნოს ქვეყანაში. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველოში ამ ხალხისთვის არ შეიქმნა ღირსეული სამუშაო ადგილები.

მეორე უსამართლობა ის არის, რომ ქვეყნიდან წასულ ხალხს არ ეძლევა ქვეყანაში რეალურ ცვლილებებში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ მათ. როდესაც მინიმუმ მილიონი ადამიანი მაინც არის ქვეყნიდან გასული, არჩევნებში მონაწილეობას 12 ათასი ადამიანი ახერხებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება! რაღაც უნდა შევცვალოთ. ელემენტარული საკითხია - 50 საარჩევნო უბანს ვხსნით საზღვარგარეთ და როგორ უნდა დარეგისტრირდეს ან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს 1 მილიონმა ადამიანმა 50 საარჩევნო უბანზე? მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ემიგრანტები ქვეყნიდან არ უნდა მირბოდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები