პიტერ სტანო - სასამართლო სისტემაში სისტემური გამოწვევების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა

სასამართლო სისტემაში სისტემური გამოწვევების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული.

"სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ასევე არის იმ ცხრა საფეხურის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების მოხსენებაშია აღნიშნული. ეს დადასტურებულია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლებმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწიეს.

სასამართლო სისტემაში სისტემური გამოწვევების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან – კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, უზენაესი სასამართლოში და სასამართლოების თავმჯდომარეები. შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტები.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლო დროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი შეხედულება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემაზე. მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკავშირი რჩება აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან და მზად არის, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გზაზე წინსვლას", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები