ლევან მურუსიძე - წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, მოსამართლეების დევნა

წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა. 

"ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოსწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე და აქ ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში და უკრაინაში და ახლა ხორციელდება მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების მიხედვით, რაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად, მოხდა, ფაქტიურად, სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ.

ალბანეთში, მაგალითად, ცნობილია, რომ თვითონ ამერიკელი სენატორები აყენებდნენ საკითხს, რომ ამერიკელი მოქალაქეების გადასახადი მენეჯმენტის მიერ ხდება გამოყენება არაკეთილსინდისიერად და იქ არ ხდება მოსამართლეების შემოწმება კეთილსინდისიერების მოტივით, არამედ ხდება, რომ სურთ სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ მოქმედ პარტიას.

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია. ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად რომ ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო", - განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ე.წ. ვეტინგის სისტემაა, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები