უკრაინის საზღვაო ძალები - ყირიმზე დარტყმის დროს კიდევ ერთი რუსული გემის დაზიანების შესახებ ინფორმაცია მოწმდება

23 მარტს ყირიმზე დარტყმის დროს შესაძლოა, დაზიანებულიყო კიდევ ერთი რუსული გემი "ივან ხურსი“. ის შესაძლოა, სიაში მესამე გახდეს "იამალისა" და "აზოვის" სადესანტო ხომალდების დაზიანების შემდეგ, - ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.

"ეს ინფორმაცია (რუსული გემების დაზიანების შესახებ) მოითხოვს გარკვეულ დროს მის სრულად გადასამოწმებლად. მე მხოლოდ დღეს დილით დავადასტურე, რომ ორივე გემი (იამალი და აზოვი) დაზიანდა. ახლა დგას "ივანე ხურსის" დაზიანების საკითხიც, ეს ინფორმაციაც მოწმდება", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს გემიც დაზიანდა.

"ამ დროისთვის შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორივე დიდი სადესანტო ხომალდი დაზიანდა, ერთ-ერთი სასწრაფოდ გადაიყვანეს სარემონტოდ“, - განაცხადა პლეტენჩუკმა.

მისივე თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 13 რუსული გემიდან ექსპლუატაციაში სამი რჩება.

"ივან ხურსი“ საშუალო სადაზვერვო ხომალდია.

24 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსი ოკუპანტების ობიექტებს სევასტოპოლში. განადგურდა რუსეთის ფედერაციის ორი დიდი სადესანტო გემი - "იამალი" და "აზოვი" და საკომუნიკაციო ცენტრი.

25 მარტს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განაცხადა, რომ რუსული დიდი სადესანტო გემის "იამალის“ დაზიანება კრიტიკულია. თავის მხრივ, "სამხრეთის" სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ "იამალსა" და "აზოვზე" თავდასხმის გამო, მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსული ლოგისტიკა.

მსგავსი სიახლეები