იაგო ხვიჩია - ჩვენს მხარდამჭერებს არ სჭირდებათ ასეთი დაცვა

თავიანთ მხარდამჭერებს იცავენ გაპიდარასტებისგან, ჩვენს მხარდამჭერებს არ სჭირდებათ ასეთი დაცვა, - ამის შესახებ Front News-ს პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, რეალურად, ლგბტ ღონისძიების მომწყობიც და დამრბევიც არის თავად "ქართული ოცნება".

"ეტყობა თავიანთ მხარდამჭერებს იცავენ გაპიდარასტებისგან, ჩვენს მხარდამჭერებს არ სჭირდებათ ასეთი დაცვა და შესაბამისად, ჩვენ მაინცდამაინც არ გვტკივა ეს საკითხი, როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" შიგნით არის ეს თემა ძალიან მტკივნეული და ველოდები, როდის გამოჩნდება ადამიანი და იტყვის, რომ ბავშვობაში იყო ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი და საკუთარ თავს რამე ცუდი მოუწია.

ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებში ვერ აღმოვაჩინეთ ისეთი ადამიანი, რომელიც ითხოვს, რომ დავიცვათ გაპიდარასტებისგან და აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც აღფრთოვანებით არ ვუყურებთ ამ კანონს, თუმცა სხვისი ტკივილის გაზიარება შეგვიძლია და ველოდებით რას გაგვიზიარებენ "ქართული ოცნების" ლიდერები.

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საქართველოს უმრავლესობას მთავრობის დაცვა სჭირდება გაპიდარასტებისგან. ჩვენ როგორც ვაკვირდებით ვითარებას, ლგბტ ღონისძიებების მომწყობიც და დამრბევიც არის "ქართული ოცნება", მიგვაჩნია, რომ ეს საკითხიც "ქართული ოცნების" შიგნით იხარშება და გარეთ ნაკლებად გამოდის, იმიტომ, რომ მე არ მინახავს ცოცხალი ადამიანი, ვისაც ჩემი დაცვა სჭირდებოდა, რომ შემთხვევით საკუთარ უკანალს რამე არ უქნას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული შეკრება რიგ შემთხვევაში იკრძალება, კერძოდ, პროექტი კრძალავს ისეთ შეკრებებს, სადაც არაჰეტეროსექსუალებისთვის ერთსქესიან ურთიერთობებზე, სქესის შეცვლასა და შვილად აყვანაზე იქნება საუბარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები