პაატა მანჯგალაძე - ქართული ოჯახების შეურაცხყოფაა ამის ჩაწერა კონსტიტუციაში და კანონში, ესენი არიან მავნებლები

ის, რომ ინცესტისგან გვიცავს "ქართული ოცნება" ქართველებს, 2 000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას, ეს არის მავნებლობა, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს 2 000-წლოვან კულტურას, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ანტილგბტ კანონის მიღებით შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს, რაც ქვეყანაზე უარყოფითად აისახება.

"ქართულმა ოცნებამ" და მამუკა მდინარაძემ ფაქტობრივად, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ხალხს, როცა თქვეს, რომ ახლა ჩვენ თუ არ დაგიცავთ თქვენ, თქვენს ოჯახებს, ისე საქართველოს წალეკავს გარყვნილება. ეს არის ქრისტიანული ქვეყნის შეურაცხყოფა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არის პოლიტიკურად გაკოტრებული და ცდილობს, ცრუ დილემის შექმნით, ხელოვნური არგუმენტი შექმნას "ქართული ოცნების" ასარჩევად. სისულელეა, ვინც მოიგონა ეს ყველაფერი და ეს მოქმედებს საქართველოზე ძალიან ნეგატიურად.

ის, რომ ინცესტისგან გვიცავს "ქართული ოცნება" ქართველებს, 2 000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას, ეს არის მავნებლობა, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს 2 000-წლოვან კულტურას, ტრადიციას და ქვეყანას. ქართული ოჯახების შეურაცხყოფაა ამის ჩაწერა კონსტიტუციაში და კანონში. ესენი არიან მავნებლები, ვინც მოიგონა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული შეკრება რიგ შემთხვევაში იკრძალება, კერძოდ, პროექტი კრძალავს ისეთ შეკრებებს, სადაც არაჰეტეროსექსუალებისთვის ერთსქესიან ურთიერთობებზე, სქესის შეცვლასა და შვილად აყვანაზე იქნება საუბარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები