შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

მსურველებს შეუძლიათ, საკონკურსო დოკუმენტები 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით წარადგინონ.

"დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი. მსურველებს საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით. ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია.

მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მინდა, მადლობა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები