ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად თავისუფლების 16 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს,  ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა,  სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ  საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით  4 მოზარდი, სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.

კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა,  მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით  “ბანანი“  ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ.  ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. 

ამასთან, ბრალდებულმა  ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.

სამმა არასრულწლოვანმა  სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს.

დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კატარღაზე მყოფ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 3-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები