იაგო ხვიჩია - ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას "ნაცურ" პარტიებში

არავინ ენდობა ერთმანეთს "ნაცებში" და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია "ნაცური" პარტიების გასვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით "ნაცურ" პარტიებში.

"ნაცები“ რომ გადიან შვიდი პარტიით, მიშა ეუბნება, მოდით, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, მაგრამ თან უნდა იყოს სათანადო წინადადება, შენ გაძლევ ამდენ ადგილს სიაში, შენ ამდენს და ასე შემდეგ. 

სხვაგვარად არავინ ენდობა ერთმანეთს "ნაცებში“ და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია "ნაცური“ პარტიების გასვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად.

სინამდვილეში, ან ყველა „ქოცია“, ან ყველა "ნაცია" და მოგეხსენებათ, ორი „გირჩი“ ვართ. ამიტომ, ყველა არჩევნებში თითო პარტიით უნდა გავიდეთ "ნაცებიც", "ქოცებიც", "გირჩებიც", ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას "ნაცურ" პარტიებში. ორი პარტიით თუ გავლენ არჩევნებზე, ალბათ, ორივე გადალახავს ბარიერს, მაგრამ დღევანდელივით შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები