იაგო ხვიჩია - "ქოცებს" საკუთარი ისტორიების გულწრფელად მოყოლისკენ მოვუწოდებ

ლგბტ პროპაგანდას მხოლოდ ერთი დაინტერესებული ჰყავს – "ქართული ოცნება". "პრაიდშიც" "ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი თავად შალვა პაპუაშვილია.

"ლგბტ პროპაგანდა Google-ში ჩავწერე და შალვა პაპუაშვილი ამომიგდო, ეს არის პასუხი იმაზე, თუ ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი.

ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიებზე ამდენი დრო არავის დაუხარჯავს და თავისივე მიღებულ კონსტიტუციაში არავის მოუნდომებია, ჩაწეროს სპეციფიკური მუხლი და ფაქტობრივად ერთადერთი ცვლილება შეიტანოს, რომ ვიღაცას უკრძალავენ ლგბტ პროპაგანდას ისე, რომ ერთი დაზარალებული ადამიანიც არ ჰყავს. ერთი მსხვერპლიც კი არ მოიძებნა ჯერ "ქართული ოცნების" რიგებში, ვინც ვაჟკაცურად ადგებოდა და თავის თავზე აიღებდა ამ კანონპროექტის მთელ სიმძიმეს. ასევე იტყოდა, მე ვიყავი ის უბედური, ვინც ახალგაზრდობაში ამ პროპაგანდას ემსხვერპლაო. 

ამ თემასთან დაკავშირებით მათ საკუთარი ისტორიების მოყოლას ვურჩევდი. "ქოცებს" საკუთარი ისტორიების გულწრფელად მოყოლისკენ მოვუწოდებ. საერთოდ, მგონია, რომ ორივე მხარეს "ქოცები" დგანან, ვისაც არბევენ, იმ მხარესაც "ქოცები" არიან და ვინც არბევს, ისინიც. არ ვიცი, ლგბტ პროპაგანდით ვის ვისთან უნდა დაეძაბოს ვითარება, რადგან ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი დაინტერესებული ჰყავს – "ქართული ოცნება". "პრაიდშიც" "ქართული ოცნებაა" და იქით-აქეთ, ყველგან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული შეკრება რიგ შემთხვევაში იკრძალება, კერძოდ, პროექტი კრძალავს ისეთ შეკრებებს, სადაც არაჰეტეროსექსუალებისთვის ერთსქესიან ურთიერთობებზე, სქესის შეცვლასა და შვილად აყვანაზე იქნება საუბარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები