ზელენსკი - ხალხი თავს იცავს და არ უნდა იყოს რუსეთი, ჩვენ გვინდა ვიყოთ ის, ვინც ვართ

უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს: ზოგი ამბობს, რომ ის არ დასრულდება მანამ, სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ უკრაინა უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი? ზოგი ამბობს, სანამ პუტინი ცოცხალია. სხვები კი ამბობენ, სანამ ჩვენ უბრალოდ არ გავძლიერდებით", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მსოფლიო მშვიდობის სხვადასხვა ფორმულებს გვთავაზობს და თითქოს ყველამ იცის როგორ დაასრულოს ომი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ე.წ. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ სურს ომის დასრულება.

"მას სურს სიკვდილამდე იყოს ხელისუფლებაში. ეს ადამიანი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, არასოდეს დატოვებს კრემლს საკუთარ ფეხით, ან გამოაგდებენ იქიდან, ან გააძევებენ, როგორც ეს იყო საბჭოთა დროს - ისინი გაჰყავდათ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პუტინი თავის საზოგადოებას კვებას არა იმდენად სსრკ-ს, არამედ რუსეთის იმპერიის დაბრუნების იდეით.

"ანუ მისთვის არ არის მომგებიანი ომის დასრულება მანამ, სანამ არ მიიტაცებს უკრაინას. და ჩვენი ოკუპაცია არის ჩვენი სიცოცხლის წაღება. ხალხი თავს იცავს და არ უნდა იყოს რუსეთი. ჩვენ გვინდა ვიყოთ ის, ვინც ვართ - თავისუფალი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი უკრაინელები. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ბრძოლის ველზე ოპერირება და ამისთვის გვჭირდება ორი რამ: "პატრიოტის" სისტემები, რომელთა გადაცემაც შეერთებულ შტატებს შეუძლია და ჩვენ განვბლოკავთ ცას და ჩვენი ბიჭები წინ წავლენ. მეორეც, ჩვენ გვჭირდება პარიტეტი არტილერიაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას იმისათვის, რომ არ დაკარგოს ტერიტორია და შეინარჩუნოს ფრონტი, სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო ჭურვები. "პარტნიორები ამბობენ, რომ ჩვენ მივაწოდეთ არტილერია. დიახ. მხოლოდ ჭურვების რაოდენობა არ არის ყველაფერი", - აღნიშნა მან.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია იმის გაგება, თუ რა ტიპის ჭურვებზეა საუბარი. "ძალიან რთულია მტერთან ბრძოლა, რომლის საარტილერიო ჭურვი 20 კმ პლუსია, შენი კი 20 კმ-ს მინუსი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ფრონტის შესანარჩუნებლად უკრაინას უნდა ჰქონდეს მტერთან პარიტეტი, ხოლო თავდასხმისთვის - მეტი ძალა.

მსგავსი სიახლეები