ნიკა მელია - სამი-ოთხი ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს აკეთებს და იქ ტყუილად არიან

პარტია "ახალის" ერთ-ერთ დამფუძნებელი ნიკა მელია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სამი-ოთხი ადამიანის გარდა, ეროვნულ საქმეს არავინ აკეთებს.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, დეპუტატებმა საზოგადოებისთვის კეთილდღეობის შექმნაზე იზრუნონ და მათი რეალური პრობლემების გადაჭრაზე იმუშაონ, ერთმანეთს უპირისპირდებიან და მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ატარებენ.

"ჩემთვისაც გაუგებარია, პარლამენტარები რას აკეთებენ. იქ თუ ხარ, რუსული ყაიდის ხელისუფლება ხარ, პუტინის მონა ხარ და მიკლავ პრეზიდენტ სააკაშვილის, ამ თემებზე 24 საათი რომ საუბრობ, პარლამენტში რა გინდა, რუსებთან რა გინდა პარლამენტში. ამ რიტორიკას მაინც არ უნდა ავითარებდე. სამი-ოთხი ადამიანია, რომელიც აქტიურობს. მახსენდება, ნაცვლიშვილი, გოცირიძე, დეკანოიძე და აქუბარდია, რომლებიც აქტიურობენ, სხვას ვერ ვიხსენებ. მე ვფიქრობ, რომ სამი-ოთხი ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს აკეთებს და იქ ტყუილად არიან. ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს, ყველანაირად ვეცდებოდი, რომ ასეთი ადამიანები მომდევნო პარლამენტში არ მოხვდნენ. არ ვსაუბრობ "ნაციონალურ მოძრაობაზე", ყველაზე ვსაუბრობ", - განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები