ნინო წილოსანი - "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება

მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო "ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება, წარმატება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში, გამარჯვება 2024 წელს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკის განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე მაშინ გადადის, როდესაც საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს მასზე მიმართული და მასზე მორგებული მიდგომა.

"როდის გადადის პოლიტიკის განვითარება უფრო მაღალ ეტაპზე, როცა საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს მასზე მიმართული და მასზე მორგებული მიდგომა. როცა პოლიტიკის მიზანია გამოკვეთოს და წამოსწიოს თითოეული ინდივიდი, ადამიანი, მისი შესაძლებლობების და უნარების მიხედვით. როცა ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანი და ამ რესურსების მაქსიმალურ მხარდაჭერას იწყებს. ქალები ჩვენი ქვეყნის 52 პროცენტს წარმოვადგენთ. ქალებს და კაცებს ერთად შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება, წარმატება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში, გამარჯვება 2024 წელს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები