ჩინეთის ელჩი - რა გარანტიას იძლევიან ის ქვეყნები, რომლებმაც კოსოვო აღიარეს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშიც არ დაარღვევენ გაეროს წესდებას?

ერთობლივ განცხადებაში ჩინეთმა გარდა იმისა, რომ დაადასტურა პატივისცემა ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხელახლა დაადასტურა, რომ მტკიცედ დაიცავს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენიმ განაცხადა.

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და გლობალური ეკონომიკის განვითარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, უდავოდ გაზრდის საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკურ გავლენას, გააფართოებს მის დიპლომატიურ სივრცეს და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს. ერთობლივი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მეც შევნიშნე, რომ გახშირდა საუბარი იმაზე, თითქოს ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი არ არის საკმარისად მკაფიოდ და დამაჯერებლად გამოხატული.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთობლივ განცხადებაში ჩინეთმა გარდა იმისა, რომ დაადასტურა პატივისცემა ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხელახლა დაადასტურა, რომ მტკიცედ დაიცავს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. ეს არის ჩინეთის, როგორც „პასუხისმგებელი დიდი სახელმწიფოს“ მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნების წინაშე დადებული პირობა, რომელსაც დიდი წონა აქვს.

ჩინეთის გადმოსახედიდან, გაეროს წესდება თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და საფუძველია. პრინციპი პრინციპია და გამონაკლისი დაუშვებელია. ჩინეთის გადმოსახედიდან, ზოგი ქვეყანა თან ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და თან კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს. ჩინური პერსპექტივით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის და კოსოვოს საკითხები მსგავსი ხასიათისაა, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გაეროს წესდების პრინციპებს არღვევს, ჩინეთს არასოდეს უღიარებია არც ერთი ზემოთ აღნიშნული რეჟიმი. მეორე მხრივ, რა გარანტიას იძლევიან ის ქვეყნები, რომლებმაც კოსოვო აღიარეს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშიც არ დაარღვევენ გაეროს წესდებას? ქვეყანა, რომელიც რეალურად არ იცავს გაეროს წესდებით განსაზღვრულ საერთაშორისო წესრიგსა და პრინციპებს და თვითნებურად მიყვება ორმაგ სტანდარტებს საკუთარი ინტერესებისთვის, სინამდვილეში არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ სცემს პატივს“, - განაცხადა "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები