საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართული თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ცვლილების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების წინაპირობებზე ესაუბრა.

"საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის. ეროვნული სკრინინგ ცენტრი კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. ახალი მოდელის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტთან კომუნიკაციას და მასთან დაკავშირებულ სენსიტიურ საკითხებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული Hr-HPV დნმ ტესტირების დადებითი პასუხების შემთხვევაში“, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

მოდელის ცვლილებას წინ უძღოდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტი - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე.

ახალი მოდელის მიხედვით, 25-დან 29 წლის ჩათვლით ისევ ტარდება ციტოლოგიური კვლევა ( პაპ-ტესტი), ხოლო 30-დან 60 წლის ჩათვლით Hr-HPV დნმ ტესტი.

მსგავსი სიახლეები