საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტექნიკას და რაკეტებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, მასში იქნება ასობით ჯავშანტექნიკა და Aster საზენიტო რაკეტები, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ჯავშანტექნიკაზე, რომელიც საფრანგეთის შეიარაღებაშია და მისი ახლით ჩანაცვლება იგეგმება.

"უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა: ეს აბსოლუტურად აუცილებელია ჯარების მობილურობისთვის. ეს ტექნიკა უკრაინას მნიშვნელოვანი რაოდენობით პირდაპირ სარგებელს მოუტანოს“, - განაცხადა მინისტრმა.

ლეკორნუს თქმით, საფრანგეთს ასევე სურს დაეხმაროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ამიტომ ამზადებს Aster 30 საზენიტო რაკეტების ახალ პარტიას SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები არის პატრიოტის სისტემის ანალოგი.