ბორჯომში, გელოვანის ქუჩაზე, ე.წ "ცოფიანი ღელეს" რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში, გელოვანის ქუჩაზე, ე.წ "ცოფიანი ღელეს" რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ღელის კალაპოტის მოწყობა რკინაბეტონის არხით, სამუშაოები განხორციელდება 108 მეტრ მონაკვეთზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 459350 ლარია გამოყოფილი.

ზემოთ აღნიშნული ღელე საფრთხის შემცველი იყო მოსახლეობისთვის, რადგან გასულ წლებში მოსული უხვი ნალექის გამო ე.წ. "ცოფიანი ღელე" ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები