ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთის გრუს ერთ-ერთი მსხვერპლი თბილისში, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ცოლი იყო

მსოფლიოს სამი გავლენიანი გამოცემა The Insider, 60 minutes და Der Spiege ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებენ. მტკიცებულებების თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ცნობილი, როგორც "ჰავანის სინდრომი", შესაძლოა, რუსეთის  მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნეს გამოწვეული.

გამოცემა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ აკუსტიკურ იარაღს იყენებდა. შემთხვევა 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება და სამიზნე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლი გახდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ დაზარალებული ქალი ქმართან ერთად საქართველოში 2020 წლის თებერვალში პანდემიისას ჩამოვიდა და თბილისში, დიღმის მასივში ცხოვრობდა. ქმარი ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო. ჯოი (სახელი შეცვლილია) იხსენებს, რომ ერთ დღეს მოულოდნელად გაიგო ძლიერი, გამჭოლი ხმა, რაც ჰგავდა შეგრძნებას, რასაც ფილმებში ბომბის აფეთქების შემდეგ აღწერენ, ამას სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის ყურისა და თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევა მოჰყვა.

მისივე თქმით, გარეთ გავიდა, სადაც მაღალი, გამხდარი კაცი დაინახა და მისთვის ფოტოს გადაღება სცადა, თუმცა მალე ჩაჯდა მანქანაში და მხოლოდ ავტომობილის სანომრე ნიშნის გადაღება შეძლო. ქალი იხსენებს, რომ იგივე ადამიანი 3 წლის შემდეგ ნახა, როდესაც GRU-ს 29155-ე ქვედანაყოფის წევრის ფოტო აჩვენეს.

საუბარია ალბერტ ავერიანოვზე, 29155-ე ქვედანაყოფის დამფუძნებლის ანდრეი ავერიანოვის შვილზე. The Insider წერს, რომ ავერიანოვს 16 წლიდან ამზადებდნენ, რათა ჯგუფის წევრი გამხდარიყო.

აშშ-ის მთავრობის ორი ოფიციალური პირი  60 Minutes-ს ეუბნება, რომ ალბერტი თავდასხმის დროს მართლაც იმყოფებოდა თბილისში, როდესაც თავდასხმა მოხდა.

"ჰავანის სინდრომი" პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წელს მოექცა მას შემდეგ, რაც კუბაში 20-ზე მეტი ამერიკელი ოფიციალური პირი ჰავანაში ავად გახდა აქამდე დაუდგენელი მიზეზებით. ამის შემდეგ 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა გუანჯოუ (ჩინეთის ქალაქი) ან თუნდაც ვაშინგტონი. მათ შორის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ არიან ამერიკელი დიპლომატები, ჯაშუშები, სამხედრო ოფიცრები, კონტრაქტორები, ზოგიერთ შემთხვევაში მათი ცოლები, შვილები და შინაური ცხოველებიც კი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები