ნატო უკრაინის მხარდასაჭერად 100 მილიარდი დოლარის ფონდის შექმნას გეგმავს

ნატო უკრაინისთვის ხუთწლიანი პაკეტით 100 მილიარდ დოლარამდე სამხედრო დახმარების გეგმას ამუშავებს, ასე ცდილობს ალიანსი დაიცვას უკრაინა "პოლიტიკური ცვლილებების ქარისგან“, რომელიც შეიძლება ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობამ გამოიწვიოს, - ამის შესახებ Financial Times წერს.

მისი ინფორმაციით, წინადადება ე.წ. მისიის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წამოაყენა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მას ოთხშაბათს, 3 აპრილს განიხილავენ.

თუ გეგმა დამტკიცდება, ალიანსი ასევე მოიპოვებს კონტროლს აშშ-ის ხელმძღვანელობით შეიარაღების მხარდამჭერ ჯგუფ Ramstein-ზე. ეს ნატოს საშუალებას მისცემს მართოს ლეტალური იარაღის მიწოდება უკრაინაში, პირველად 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გენერალური მდივანი, რომელიც თანამდებობას შემოდგომაზე დატოვებს, ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას ივლისში ვაშინგტონის ნატოს ლიდერების სამიტამდე.

FT აღნიშნავს, რომ მისიის შექმნის წინადადება გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, კონგრესმა დაამტკიცოს ორპარტიული 60 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი უკრაინისთვის. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დონალდ ტრამპი, ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილე, მას ღიად დაუპირისპირდა. ბევრი მოკავშირე ჩიხს ხედავს, როგორც იმის წინაპირობას, თუ როგორ შეიცვლება აშშ-ის პოლიტიკა კიევის მიმართ, თუ ტრამპი გაიმარჯვებს.

უახლესი ამბები