ნიკა გვარამია - კანონის მიღება ივნისში იგეგმება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი

"ქართული ოცნების" სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იგი ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, "ქართული ოცნება" უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მან საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დასავლეთს  მოუწოდა, რომ არ ენდონ "ქართულ ოცნებას".

"დღეს "ქართული ოცნება" აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია "ახალი" გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში.

დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი მეგობრებო. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ქუჩებში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით და ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია.

მივმართავ ქართულ საზოგადოებას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი იმიტომ, რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან. ნებისმიერ შემთხვევაში ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს.

მინდა მივმართო დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით "ქართულ ოცნებას". "ქართული ოცნების" სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იმიტომ, რომ ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ გვაძლევს თავისუფლებას.

ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ ქართულ ოცნებას. "ქართული ოცნების" სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იგი ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, "ქართული ოცნება" უნდა შეიცვალოს. სხვა გამოსავალი არ არსებობს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები