პესკოვი - ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს

რუსეთის დაინტერესებულია, რომ საქართველოში სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადი იყოს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას მსგავს გეგმებზე, მაგრამ აქ, ალბათ, უბრალოდ გვჭირდება, უფრო მკაფიოდ ავხსნათ მათთვის რუსეთის პროექტად მიჩნევის მცდელობის აბსურდულობა. ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა უცხო აგენტებთან ბრძოლის სისტემა, იყო შეერთებული შტატები. ახლა კი თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის მათ, ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, ფულს იღებს ან უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება... არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა.

საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს", - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები