იან კელი - სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ადეკვატურ პასუხზე იმ ბრალდებებისთვის, რომელიც თბილისიდან ისმის

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტში "მკაცრი განცხადება" გაკეთდება.

იან კელის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს "ადეკვატურ პასუხზე" იმ ბრალდებებისა და განცხადებების მიმართ, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ვაშინგტონის მისამართით ისმის.

"საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედ მაღალჩინოსნებს, გვაქვს ერთობლივი ჯგუფი შექმნილი, როგორც საქართველოს მეგობრებს და სწორედ დღეს, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ვესაუბრეთ წინამორბედ ელჩს კელი დეგნანს. ჩვენ გვითხრეს, რომ მალე გაკეთდება მკაცრი განცხადება. ამ დღეებში სახელმწიფო მდივანი არ იმყოფება ვაშინგტონში, ამიტომ ზუსტი დრო უცნობია, თუ როდის მოხდება ამ განცხადების მასთან შეჯერება და მისგან თანხმობის მიღება.

"ქართული ოცნების" წევრთა მიერ ბოლო დროინდელი განცხადებები და საკანონმდებლო ინიციატივები იმდენად აღმაშფოთებელია, რომ იქნება გარკვეული სახის შემხვედრი პასუხი. სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ადეკვატურ პასუხზე იმ ბრალდებებისა და განცხადებებისადმი, რომელიც ვაშინგტონის მისამართით თბილისიდან ისმის", - განაცხადა იან კელიმ "ფორმულასთან". 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები