გიორგი გახარია - მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, იმ ხალხის, რომელმაც ამ კანონს აბსოლუტურად სწორად დაარქვა რუსული კანონი. რუსული კანონი დაარქვა იმიტომ, რომ ეს კანონი ათანაბრებს მტერს, ოკუპანტს და სტრატეგიულ მეგობრებს. ამ კანონის მთავარი ობიექტები არიან დასავლური ფონდები და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში უზარმაზარი რუსული ფინანსური რესურსები არის განთავსებული.

"ვინმეს საერთოდ მოსვლია აზრად, გაეკონტროლებინა, რაში ხმარდება ეს ფული? სად არის განთავსებული? უამრავი ბიზნესი რეგისტრირდება, უამრავი საბანკო ანგარიში იხსნება, უამრავი უძრავი ქონების შეძენა ხდება. აქ არაფერი და ბოლო 3 წლის განმავლობაში მკაფიოდ ანტიდასავლური რიტორიკა და მტრების ძებნა იქ, სადაც უნდა ვაღრმავებდეთ ჩვენს მეგობრობას", - აცხადებს გახარია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები