ანრი ოხანაშვილი - კომიტეტი კანონპროექტებს 15 აპრილს განიხილავს

პარლამენტის ბიურომ  ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.  მათ შორისაა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომის წამყვანმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა,  აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა  ალტერნატიული კანონპროექტები წარადგინეს. ალტერნატიული კანონპროექტები ორ საკანონმდებლო პაკეტადაა ინიციირებული.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები, რომ როგორც ძირითადი, ასევე ალტერნატიული კანონპროექტები არა მხოლოდ იურიდიული კომიტეტის, არამედ  ყველა კომიტეტის მიერ იყოს განხილული.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი  ბიუროს სხდომაზე საერთოდ არ უნდა დარეგისტრირდეს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კომიტეტი კანონპროექტებს ორშაბათს, 15  აპრილს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები