პაატა მანჯგალაძე - "ოცნებას" ნამდვილად გამჭვირვალობა რომ აინტერესებდეს, გამჭვირვალობას დაიწყებდა საკუთარი რიგებიდან

მთავარი უცხო ძალის წარმომადგენელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. "ოცნებას" ნამდვილად გამჭვირვალობა რომ აინტერესებდეს, მაშინ გამჭვირვალობას დაიწყებდა საკუთარი რიგებიდან - თავმჯდომარით და საპატიო თავმჯდომარით, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან პასუხი აუცილებლად იქნება ამ კანონის გამო.

"მთავარი უცხო ძალის წარმომადგენელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. "ოცნებას" ნამდვილად გამჭვირვალობა რომ აინტერესებდეს, მაშინ გამჭვირვალობას დაიწყებდა საკუთარი რიგებიდან - თავმჯდომარით და საპატიო თავმჯდომარით. მაგრამ "ქართული ოცნების"  მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზისთვის დაბრკოლების შექმნაა. ამას ადასტურებს ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადება, ევროკავშირის განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ  დაგველოდეთ, ეს არის ქმედება, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაქცია. რეაქცია ნიშნავს არა საქართველოს დასანქცირებას, არამედ "ქართული ოცნების" კონკრეტული ჩინოვნიკების დასანქცირების შესაძლებლობას, რომელთაც საქართველოს დაბრკოლება შეუქმნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე" , - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები