სალომე ზურაბიშვილი - ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი

ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს დღე არის როგორც ქვეყნის ტრაგედია, ისე დიდი გამარჯვება.

"დღევანდელი დღე, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ კანონის შემოღება უმრავლესობის მარცხია.

"ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს და ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები