სერგო ჩიხლაძე - ჩემი ინფორმაციით, თუ ამ კანონს მიიღებენ, იქნება მკაცრი რეაგირება კონკრეტული პირების მიმართ

ჩემი ინფორმაციით, თუ ამ კანონს მიიღებენ, იქნება მკაცრი რეაგირება კონკრეტული პირების მიმართ, -  ამის შესახებ Front News-თან პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ ამ კანონს საზოგადოების მხრიდან  შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ვერ მიიღებენ.

"კანონი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არის რუსული, ეს გვაშორებს ევროკავშირს, ევროპას, ნატოს და ამაზე გვითხრა ყველამ - სადაც ჩვენ მივისწრაფვით, მათმა ყველა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება. ერთადერთი ლოგიკური ახსნაა, რომ "ქართული ოცნება" ამას აკეთებს მიზანმიმართულად, რომ არ გაწევრიანდეს საქართველო ნატოსა და ევროკავშირში, სავარაუდოდ, ეს რუსეთის დაკვეთაა ივანიშვილისადმი.  100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ ყველა, საზოგადოება შევეწინააღმდეგებით ამ კანონის მიღებას ისევე როგორც შარშან. 

სანქციების თემა დიდი ხანია, ტრიალებს აშშ-ის სახელისუფლებო კორიდორებში "ქართული ოცნების" ანტიქართული, ანტიდასავლური ქმედებების გამო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მკაფიოდ გაჟღერდა უკვე დეპარტამენტებში, რომ თუ ეს კანონი დღის სინათლეს ნახავს და კანონს მიიღებენ, ჩემი აზრით და ჩემი ინფორმაციით, იქნება მკაცრი რეაგირება კონკრეტული პირების მიმართ", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები