"საქართველოს ბანკმა" 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა

"საქართველოს ბანკმა" 300,000,000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-ით განისაზღვრა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა:  Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities.  ტრანზაქციის თანამენეჯერია გალტ & თაგარტი.

"ტრანზაქციის ზომა და ფასი იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ გაძლიერდა ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და როგორ და სულ უფრო მეტად იზრდება ბანკის ნდობა ინვესტორების მხრიდან", -  აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის წამყვანი საინვესტიციო ბანკი- Peel Hunt ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას. 

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს ბანკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. ჩვენ 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი უვადო სუბორდინირებული ბონდები გამოვუშვით, რომლის განთავსებაც ირლანდიურ საფონდო ბირჟაზე მოხდება. ეს ტრანზაქცია არის იმის დასტური, რომ ინვესტორების მაღალ ინტერესსა და ნდობას ვიმსახურებთ“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ფასიანი ქაღალდების განთავსება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე იგეგმება და მათი რეიტინგი B- (Fitch) და B2 (Moody’s) იქნება. 

(R)

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები