არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ პარტნიორებთან საგნობრივი დისკუსიისთვის, მაგრამ ლოზუნგებით ვერ გაირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე

ჩვენ მზად ვართ პარტნიორებთან საგნობრივი დისკუსიისთვის, მაგრამ ლოზუნგებით ვერ გაირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდა საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში ევროპული პერსპექტივა სწორედ მათ დააბრუნეს.

"ჩვენ მზად ვართ ამ თემაზე პარტნიორებთან საგნობრივი დისკუსიისთვის, მაგრამ ლოზუნგებით ვერ გაირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ საქართველოში ჩვენ დავაბრუნეთ ევროპული პერსპექტივა. ევროსასამართლოში ყველა საქმეები ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ. აქ გადაწყვეტილებები იყო მიღებული, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, რომ ის, რასაც ჩვენ დღეს გვაბრალებენ, არის სიცრუე და ეს არის ამ კანონის საწინააღმდეგო კამპანიის შესაფუთად. როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა, რომ რუსეთის იქით არაფერზე არ უნდა ილაპარაკონ და არაფერი არ ახსენონ. საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულ ეძახის ეს ხალხი. თურმე, ევროპული წარმატებები რუსულია, მშვიდობა რომ გვაქვს რუსულია, ეკონომიკური ზრდა რუსულია, რაც ამ ქვეყანამ კარგი გააკეთა, თურმე, ყველაფერი სრულია. ნატოსს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელიდან თქვა და ევროკომისარმა ბრიუსელიდან თქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები