გია ვოლსკი - ვფიქრობ, რომ ის 60 თუ უფრო მეტი პროცენტი არის მართალი, თუმცა ის დანარჩენებიც არიან ჩვენი მოქალაქეები და მათაც პატივი უნდა ვცეთ

ვფიქრობ, რომ ის 60 თუ უფრო მეტი პროცენტი არის მართალი, თუმცა ის დანარჩენებიც არიან ჩვენი მოქალაქეები და მათაც პატივი უნდა ვცეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „გორბის“ მიერ „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.

"ყველაფერი, რაც ახასიათებს ევროპას, რაც წარმოადგენს ევროპულ ფასეულობებს - ეკონომიკა, უმშვენიერესი სოციალური პაკეტი, თუმცა არც ჩვენი არის ნაკლები - ამ გაჭირვების დროს ხალხზე ვინ ფიქრობდა, ნულოვანი იყო დახმარება - მოღალატეობრივი პოზიცია ჰქონდათ. დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა გვაქვს, 2012 წლიდან ყველა მიმართულებით გაუმჯობესებული [სიტუაცია] გვაქვს და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი თემა და ამას ყველა ხედავს. ყველა რეიტინგში ზუსტად ეს გამოვლინდა.

მეორე ნაწილი არის ის, რაც უკვე დავახასიათეთ. ეს რომ დავდოთ სასწორზე, მე ვფიქრობ, რომ ის 60 თუ უფრო მეტი პროცენტი არის მართალი, თუმცა ის დანარჩენებიც არიან ჩვენი მოქალაქეები და მათაც პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ "იმედის" ეთერში.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.ვ

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები