თინა ბოკუჩავა - მოსალოდნელია, რომ აშშ-მა გამოიყენოს სანქციების ბერკეტი, ახლა უკვე კონკრეტული დეპუტატების წინააღმდეგ

ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, - ამის შესახებ ფრაქცია  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის შესახებ" კანონი ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

"მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი. ახლა უკვე არა მოსამართლეების ან პროკურორის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ამით ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, იმიტომ რომ აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში ქართველი ხალხის მხარდაჭერაა ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები