ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ ნატოს წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული გვაქვს და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას გაფართოებაზე

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში თემაზე: „ნატოს 75-ე წლისთავი, გაფართოება რუსეთის საფრთხის ქვეშ“.

კონფერენცია ეძღვნებოდა ნატოს დაარსების 75-ე წლისთავს და მის სამომავლო გაფართოებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ სწორედ, საქართველო იქნება ნატოს შემდეგი ახალი წევრი სახელმწიფო.

"საქართველო დღეს უკვე არის მზად, რომ გახდეს ნატოს წევრი, რადგან საქართველოს თავდაცვის ძალებს არ აქვს ნატოსთან თავსებადობის პრობლემა.

საქართველო თავისი დემოკრატიული რეფორმებით და პროგრესით დღეს უსწრებს ნატო-ს არაერთ სახელმწიფოს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ნატო-ს წევრობის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული გვაქვს და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას გაფართოებაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, იმყოფება სადაც შეხვედრებს მართავს ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე  და ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები