უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 451730 (+840) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.04.24-მდე: ტანკები - 7146 (+9), ჯავშანტექნიკა - 13698 (+19), საარტილერიო სისტემები - 11486 (+34), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1042 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 755 (+1), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9161 (+57), ფრთოსანი რაკეტები - 2087 (+18).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 15339 (+41), სპეციალური ტექნიკა - 1888 (+6).