"საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები“ - თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა

თიბისი კაპიტალმა, ელექტროენერგიის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან ერთად, ელექტროენერგიის მოხმარების, გენერაციისა და ფასის ტენდენციები, ბაზრის სამომავლო განვითარება, ექსპორტის პოტენციალი და დარგში ინვესტირებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები მიმოიხილა.

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე, ბოლო 28 წლის განმავლობაში, 1996 წელს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნიდან, 2023 წელს ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშემწყობი ახალი მექანიზმის ამოქმედებით დასრულებული, არაერთი გარდამტეხი ცვლილება განხორციელდა.

2015-2023 წლის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული  სიმძლავრე 549 მგვტ-ით გაიზარდა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰიდროენერგიის მაქსიმალური პოტენციალის 47%, ქარის ენერგიის - 2%, მზის ენერგიის კი 0% აქვს ათვისებული.

ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია. 2023 წელს მოხმარება, ძირითადად, მსხვილი კონტრაქტორების ხარჯზე შემცირდა, რაც ეპიზოდურ მოვლენას წარმოადგენს.

სექტორებში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მეტალურგია მოიხმარს. 2023 წელს მეტალურგიის შემდეგ, ყველაზე მეტი ელექტროენერგია წარმოების სექტორმა, კრიპტოინდუსტრიამ, წყალმომარაგებამ და სატრანსპორტო ინდუსტრიამ მოიხმარეს. თუმცა მეტალურგიასა და კრიპტოინდუსტრიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ, 2022-2023 წლებში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო. მეტალურგიის სექტორში კლება, რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებით და გლობალურად ფასების კლებით აიხსნება. კრიპტოინდუსტრიაში მოხმარების შემცირება კი, მსხვილი კომპანიების ქართული ბაზრიდან გასვლითაა გამოწვეული.

დღეისთვის, ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,600 მეგავატს შეადგენს. 2017 წლიდან, გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ტარიფებზე - PPA-ზე მორატორიუმის გამოცხადების შედეგად, დარგში ინვესტირება შენელდა. ახალი მხარდამჭერი მექანიზმი კი დარგის გააქტიურებას გამოიწვევს.

2023 წელს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 74% ჰიდროსადგურებმა, 26% - თბოსადგურებმა, 4.6% კი ქარის სადგურებმა გამოიმუშავეს. 2015-2023 წლებში, ჰიდროგენერაცია 28%-ით, თბოგენერაცია კი 42%-ით გაიზარდა. ზრდებს შორის სხვაობა განახლებადი რესურსების დამატებით საჭიროებაზე მიანიშნებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული და გენერაციის მზარდი წილი გადის ექსპორტზე. 2023 წელს გენერაციის 10% გავიდა ექსპორტზე. იმპორტის წილმა მოხმარებაში კი 6% შეადგინა, რაც 2022 წელს 11% იყო.

ელექტროენერგიის ბაზრის მომავალს შემდეგი მოვლენები და ტენდენციები განსაზღვრავს: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და მდგრადი განვითარების მიზნები; ელექტროენერგეტიკული ბირჟა; ევროკავშირთან ინტეგრაცია; მსოფლიოში ელექტრონულ მოწყობილობებსა და ელექტროავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა; გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროება; კლიმატის ცვლილება და მდგრადი ენერგო პოლიტიკა; მზის პანელების ფასის შემცირება/ტექნოლოგიების განვითარება და ელექტროენერგიით თვითუზრუნველყოფა.

მაღალი ეკონომიკური აქტივობა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას  ზრდის. პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზრდება. მოხმარების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია: შემოსავლების ზრდა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ოჯახის ზომის შემცირება, ურბანიზაცია; საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება; ელექტრონული მოწყობილობების მზარდი მოხმარება.

2026 წლისთვის, ელექტროენერგიის გამომუშავება 16.3 ტვტ. საათს მიაღწევს, ძირითადად, ჰიდროენერგიის ხარჯზე.

რაც შეეხება ექსპორტის პოტენციალს - საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ენერგიის სტაბილური მიმოცვლის შესაძლებლობები აქვს, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. თურქეთის ბაზარზე მოსალოდნელია მოთხოვნის უფრო სწრაფად ზრდა, ვიდრე გამომუშავების, რაც იმპორტის დამატებით საჭიროებას შექმნის.

მომდევნო 3 წელიწადში, საქართველოში ელექტროენერგიის ჯამური საექსპორტო პოტენციალი 2.5 ტვტ. საათს გადააჭარბებს.

2029 წელს დაგეგმილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გაშვება, რომელიც  წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას და საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების  ერთმანეთთან დაკავშირებას ითვალისწინებს. 1,155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით ისარგებლონ. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას. პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ივლისში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდება და გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შეფასების რეპორტი მომზადდება.

“დარგში არსებული პოტენციალისა და ტენდენციების ჩვენი პარტნიორებისთვის გაზიარება, ძალიან დროული იყო რადგან იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული განახლებადი რესურსი. სწორედ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ემსახურება ყველა ის ჰესი, რომლებიც ჩვენი მხარდაჭერით ოპერირებს. თიბისის დაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 42 ჰიდროელექტროსადგურია აშენებული ჯამური დადგმული სიმძლავრით 516 MW, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 11 კი მშენებლობის პროცესშია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყნის ელექტროენერგიის 65% სწორედ ჩვენი პარტნიორი ჰიდრო ობიექტების მიერ იყო გამომუშავებული. 15 წელიწადზე მეტია ენერგეტიკის სექტორს ვაფინანსებთ და პირველი ფინანსური ინსტიტუტი ვართ ბაზარზე, ვინც ამ დარგის პარტნიორი გახდა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები