პაატა მანჯგალაძე - არ მაქვს დიდი იმედი, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს და ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, მაინც შეეცდებიან, გაიტანონ ეს კანონი

მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს და ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, ისინი მაინც შეეცდებიან, რომ გაიტანონ ეს კანონი, - ამის შესახებ Front News-თან პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნება" მიზანმიმართულად ბლოკავს საქართველოს ევროინტეგრაციას.

"მე ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად იქცევა "ქართული ოცნება" ასე, ძალიან კარგად იცის რა რეაქცია იქნება ევროპელი პარტნიორების მხრიდან ამ კანონს და მიზანმიმართულად უკეთებს ბარიერს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამიტომაც უთხრა კანცლერმა მას, რომ იმედი გვაქვს საქართველო არ მიიღებს ამ კანონსო. ეს ნიშნავს, რომ ეს კანონი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს, ღირებულებებს. რატომ არ ჰკითხა კობახიძემ შოლცს, რა არის ამ კანონში რუსულიო? იმიტომ, რომ ეს არის პროპაგანდა აქ, რომ თითქოს ევროკავშირშიც ასეთი კანონი მიიღეს და კანცლერმა ნათლად უპასუხა, რომ ეს ევროპული არ არის. 

მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს და ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, ისინი მაინც შეეცდებიან, რომ გაიტანონ ეს კანონი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიაში ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ " უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროპულს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები