ნიკა ჩიტაძე - მოსალოდნელი იყო, რომ ოლაფ შოლცი გააკეთებდა ამ განცხადებას

მოსალოდნელი იყო, რომ ოლაფ შოლცი გააკეთებდა ამ განცხადებას. ასევე აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, განსხვავებით მისი წინამორბედისგან, - ამის შესახებ Front News-ს ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

მან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ელოდა შოლცისგან ამ კანონპროექტის გაკრიტიკებას.

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს პოზიცია, ის ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად, მოსალოდნელი იყო, რომ ოლაფ შოლცი გააკეთებდა ამ განცხადებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის არ გახლავთ პირველი, ბევრი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, ევროპარლამენტარების მხრიდანაც, ამიტომ, შოლცის განცხადება, ბუნებრივია, არის მეტად მნიშვნელოვანი. 

რაც შეეხება 2008 წლის ომს და საქართველოს სუვერენულ მთლიანობას, საინტერესოა, რომ შოლცი ემიჯნება თავის წინამორბედ კანცლერს, რომელიც გამოირჩეოდა პუტინთან პარტნიორული ურთიერთობით, სადაც  ის 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებდა. დღევანდელი გერმანიის პოზიცია კი ამ საკითხებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიაში ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროპულს არ შეესაბამება. მან ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა და განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები