ირაკლი ღარიბაშვილი - მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, მაგრამ ეს არ მუშაობს, ხალხმა კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ღარიბაშვილის მამის ბიზნესსაქმიანობაზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

"მართლაც მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი – საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, რომ რაიმენაირად მოახდინონ დისკრედიტაცია ჩემი სახელისა და ზოგადად, ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია. ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო ჩვენ მაშინ, რა თქმა უნდა ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ. იცით, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, პირველივე დღეებიდან რამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებდა ჩემ წინააღმდეგ. ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. მეორე – იცით, რომ რაღაც პერიოდი მე აღარ ვიყავი პოლიტიკაში და მაშინაც გაგრძელდა ეს კამპანია. დავბრუნდი პოლიტიკაში და გაგრძელდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი, გააგრძელეს და აგრძელებთ ამ კამპანიას. მაგრამ, ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ – რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, ასე რომ, ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული. თუ დამატებით რაიმე კითხვები არსებობს, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი გასცემს პასუხს და რა თქმა უნდა, მოგიწევთ თქვენ პასუხის გაცემა სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები