საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის 5 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში 2 618 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბანდული ძვირფასეულობის ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები