თინა ბოკუჩავა - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ რუსული კანონი არ გავიდეს საქართველოს პარლამენტში

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ რუსული კანონი არ გავიდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის დატოვება უმრავლესობის ლიდერებმა მოსთხოვეს იმის გამო, რომ მან კანონის უკან გაწვევა მოითხოვა.

"კომიტეტზე მოვითხოვე, რომ შეწყვეტილიყო რუსული კანონის ყოველგვარი განხილვა და რომ ივანიშვილის პარტიას გაეწვია რუსული კანონი, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ისევე როგორც შარშან, როდესაც ქართველი ხალხის ძალისხმევამ და პროტესტმა გააწვევინა ივანიშვილის პარტიას რუსული კანონი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, წელსაც რუსული კანონი იწვევს დაპირისპირებას, რომელიც ვერ იქნება და არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში. ჩვენი მიზანი ამ სხდომის მიმდინარეობისას იყო, რომ კიდევ ერთხელ გაეგო ივანიშვილის პარტიას ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ეუბნება კი-ს ევროპას და არა-ს რუსულ კანონს და მხოლოდ იმიტომ, რომ დავაყენე მოთხოვნა, რომ შეწყდეს სხდომის მიმდინარეობა და გაიწვიონ რუსული კანონი, ანრი ოხანაშვილის და მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებით, იძულების წესით მომიწოდეს კომიტეტის სხდომის დატოვებისკენ.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ რუსული კანონი არ გავიდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს. ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და სწორედ ამაზე მეტყველებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგობა რუსული კანონის მიმართ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები