თინა ბოკუჩავა - ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი, საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. მიზეზი "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გახდა. 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარულ  სხდომაზე  კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

"ხომ ხედავთ, რამხელა პროტესტი გამოიწვია მორიგ ჯერზე რუსული კანონის შემოტანის მცდელობამ. რამხელა ვნებათაღელვაა. რუსული კანონი არის დაპირისპირების წყარო ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" . ქართველი ხალხის არჩევანმა, ამ არჩევანის დაცვამ, მათ შორის, გასული წლის აქციებით მოუპოვა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ახლა, მორიგ ჯერზე, ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ეს დიდი მონაპოვარი წაართვას, გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა. შეაჩერეთ განხილვის პროცესი. არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალ სესიაზე, მომავალ წელს. ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი. საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის. საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები