ზურაბ ჯაფარიძე - მართლა "ოცნების" იდიოტი ამომრჩეველი უნდა იყო, რომ ეგ ჭამო, რასაც მაგათ კალაძე ეუბნება

მართლა "ოცნების" იდიოტი ამომრჩეველი უნდა იყო, რომ ეგ ჭამო, რასაც მაგათ კალაძე ეუბნება. ევროპას  კი არ სჭირდება რეფორმები, ჩვენ გვჭირდება, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ევროკავშირი და ამისათვის კი ქვეყანაში რეფორმებია საჭირო.

"საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, რომელმაც ჩვენ დაგვიპყრო და დაპყრობილი ვყავდით 70 წელი, გაანადგურა ამ ქვეყნის საუკეთესო ელიტა ყველა სფეროში და ყველა მიმართულებაში. ევროკავშირი არის თავისუფალი სივრცე, სადაც ჩვენ თვითონ მივისწრაფვით, თვითონ გვინდა, რომ ამ სივრცის ნაწილი ვიყოთ. ჩვენი სურვილია, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, ისევე, როგორც ცხოვრობენ დასავლეთში განვითარებულ ქვეყნებში და თავისუფალ სამყაროში. ამიტომ გვჭირდება ამ რეფორმის გატარება, რომელსაც ისინი გვეუბნებიან. იმათ კი არ სჭირდებათ, ჩვენ გვჭირდება. მართლა "ოცნების" იდიოტი ამომრჩეველი უნდა იყო, რომ ეგ ჭამო, რასაც მაგათ კალაძე ეუბნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - "მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. ჩვენ ისეთი ევროკავშირი გვინდა, სადაც არის სამართლიანობა".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები