მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა ჟურნალისტებს სცემეს

ჟვანიას ქუჩაზე, სპეცრაზმელებმა "ტაბულას" ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს სცემეს, - ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს.

მისივე ცნობით, ჟურნალისტს პირადი მობილური ტელეფონი წაართვეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა, პირადი მობილურის ჩამორთმევის შემდეგ მან მუშაობა ოფისის მობილურით გააგრძელა, რომლის წართმევაც ასევე სცადეს, თუმცა მან უკან დააბრუნებინა.

"პუბლიკას" ინფორმაციით, ნაცემია მათი ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი.

გამოცემის ცნობით, ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. სამართალდამცველებმა მისი ტექნიკის დაზიანებაც სცადეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

გამოცემა "აპრილის" ინფორმაციით, ნაცემია ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური. მისი თქმით, სპეცრაზმმა ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა ტერიტორია სატელევიზიო მედიამ დატოვა.

მისივე თქმით, როცა სპეცრაზმმა თავდასხმა დაიწყო, არანაირ დაძაბულობას ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ტერიტორიაზე ცოტა ხალხი იყო დარჩენილი.

ასევე, მედიის ცნობით, სპეცრაზმელებმა აქციის ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქე წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.