თინა ბოკუჩავა - მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, აღწეროს ის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც ყველამ საკუთარი თვალით ვიხილეთ

ჩვენ მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, გააკეთოს განცხადება და აღწეროს ის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც ყველამ გუშინ საკუთარი თვალით ვიხილეთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი აქციის დარბევა ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის რეალური სახეა.

"მამუკა მდინარაძისგან გუშინ მოვისმინეთ კიდევ ერთი ტყუილი განხილვის დასრულების შემდეგ, რომ არ იქნებოდა დარბევა და არცერთ ახალგაზრდას არაფერი არ დაუშავდებოდა იმისთვის, რომ ისინი გაეპარებინა პოლიციის კორდონს პარლამენტის შენობიდან. ეს იყო მორიგი სამარცხვინო ტყუილი მდინარაძის და ივანიშვილის პარტიის წევრებისგან. ძალიან მძიმეა, მაგრამ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ივანიშვილის რეალური სახე, რომელიც  12 წლიანი მმართველობის ბოლოს ახალგაზრდებს უპირისპირდება იმისთვის, რომ ისინი საკუთარ დებთან და ძმებთან, თანაკურსელებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად იცავენ ჩვენი ქვეყნის და საკუთარ ევროპულ მომავალს.

ჩვენ მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, გააკეთოს განცხადება და აღწეროს ის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც ყველამ გუშინ საკუთარი თვალით ვიხილეთ. ჩვენ ამ კადრებს ასევე მივაწვდით საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომ მათაც იცოდნენ, რა ფასი უჯდებათ საქართველოს ახალგაზრდებს ევროპული მომავლის დაცვა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები