პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პარტია "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის ტრიბუნაზე გამოსვლას ხმაური მოჰყვა. მისი თქმით, "ოცნება" პირისპირ ტოვებს საქართველოს რუსეთთან.

"წარმოუდგენელია სწორედ ის რაც ახლა ხდება. ხმის ჩახშობა ვითომ ტექნიკური მიზეზებით, აი ვითომ კანონიერი მიზეზებით ჩაახშობენ დამოუკიდებელი მოქალაქეების აზრს, თუ გავიდა ეს კანონი, ამიტომ გინდათ ამ კანონის მიღება, ამიტომ გეჩქარებათ ამ კანონის მიღება, რომ ზუსტად ასე გამორთოთ მიკროფონები, ზუსტად ასე დატოვოთ საქართველოს მოქალაქეები პირისპირ რუსეთთან, პირისპირ კაციჭამია პუტინთან და დაუკარგოთ ყველა მეგობარი და ყველა პარტნიორი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

სხდომის პარალელურად კი პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები და სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან.

პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს და ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები