"ეს არ მოხდებოდა, უკრაინას რომ მიეღო საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები" - სამი სარაკეტო დარტყმა ჩერნიგოვზე, მსხვერპლი და ბევრი დაშავებული

ჩერნიგოვში 17 აპრილს რუსეთის დარტყმის შემდეგ უკვე 50-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი ისევ იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ალექსეი კულებამ განაცხადა.

"ამჟამად ცნობილია 50-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, მათგან სამი ბავშვია, 11 კი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

"დაინგრა რვა სართულიანი შენობა, დაზიანდა საავადმყოფო, უმაღლესი სასწავლებელი, მაშველები და ექიმები ყველანაირ ღონეს ხმარობენ ხალხის გადასარჩენად და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობენ", - განაცხადა კულებამ და აღნიშნა, რომ მუდმივად არის კავშირში პრეზიდენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ქალაქში არსებულ ვითარებაზე.

თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის 12 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი.

"ჩერნიგოვი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. და ეს არ მოხდებოდა, უკრაინას რომ მიეღო საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და მსოფლიო მტკიცედ ყოფილიყო რუსეთის ტერორთან დაპირისპირებაში. ასევე საკმარისი იყო“, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები