ირაკლი კობახიძე - უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით

35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო და ვერავის მისცემენ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცენ.

"ყველას შევახსენებ, რომ საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო. ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება. შესაბამისად, ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს. ამას ვამბობ ხაზგასმით, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა 80-იან წლებში და ღირსებისა და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ მით უმეტეს დღესაც, როცა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ.

35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით. არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა პარადოქსია, საზოგადოების ნაწილი გამოყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვინდა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რაში ხარჯავს ფულსო.

არ მინდა, თვალი მინდა დავხუჭო, არ მინდა, ვიცოდე ეს ინფორმაცია. წარმოიდგინეთ რამხელა პარადოქსი და აბსურდია ეს ყველაფერი. ერთადერთი რამე, რასაც ითვალისწინებს კანონი ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე და საზოგადოების ნაწილი გამოყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ არ მინდა მე ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნაო, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარიო, მე მინდა, რომ ვიღაცამ აქ კიდევ ერთხელ ცადოს რევოლუციის მოწყობა საკუთარი გაუმჭვირვალე დაფინანსებითო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია.

ჩვენთვის გასაგებია, რომ არავის უხარია ფულის გამჭვირვალედ ხარჯვა, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი და ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ყველაფერი უცხოური მტრის თუ მეგობრის გავლენის შესახებ ჩვენს ქვეყანაში, რათა არასოდეს დაუშვას შეცდომა და ზუსტად განსაზღვროს საქართველოს ეროვნული ინტერესი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები